აკაკი ზოიძე

ზოიძე ივანიშვილზე: თვითკმაყოფილებას პოულობს იმაში, რომ ათასობით ადამიანის პრობლემას წყვეტს

საზოგადოების დიდ ნაწილში თუ არსებობდა კითხვები, რა ამოძრავებს ამ ადამიანს, რა არის მისი მოტივაცია, მე მგონი ამას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა - სოციალური მეწარმეობა, სოციალური ბიზნესი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ არა მხოლოდ პირად სარგებელზე და არა უპირველესად პირად სარგებელზე, არამედ პირველ ყოვლისა ქვეყნის სარგებელზე და გაიგივებული აქვთ ადამიანებს, რომ სიკეთეს თუ მოუტანდა ქვეყანას და ათასობით ადამიანს, ეს მათ პირად დიდ სიამოვნებას ანიჭებს და მათი პირადი სარგებელია პირველ რიგში ეს და ეს მიდგომა.

პრაქტიკულად ასრულებს იმ ფუნდამენტის როლს, რომელზეც სხვა ასევე ინიციატივა მეწარმეებმა უნდა ააგონ, ბიზნესებმა, ისეთი სამუშაოები, ისეთი საწარმოები, ისეთი ბიზნესები, რომლებიც ათიათასობით ადამიანს მოუტანს სამუშაო ადგილს. აი ეს არის ჩვენთვის არსი სოციალური მეწარმეობის და ქველმოქმედების იმ კომპონენტის, რომელიც აქ ითქვა. თუ ადამიანს რა ამოძრავებს, ამოძრავებს ის რომელიც მე ძალიან კარგად მესმის. ის თავის თავში, თავის კმაყოფილებას და თვითკმაყოფილებას, საკუთარი თავის რეალიზებას პოულობს იმაში, რომ ათასობით ადამიანის პრობლემას წყვეტს და დამერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრი ადამიანისათვის, რუსთაველიდან დაწყებული, ევროპის რენესანსის მომტანი ადამიანების სავსებით ღირსეული ცხოვრების აზრი არის

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", აკაკი ზოიძე პარტიის თავმჯდომარის შესახებ. დღეს ჟურნალ Entrepreneur-თან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

კომენტარები