ლელო

ხაზარაძე: საქართველოში მრავალშვილიანობა ყველაზე პრესტიჟული საქმე უნდა გახდეს

სანამ ჩვენ დემოგრაფიულ პრობლემას სერიოზულად არ შევხედავთ... ჩვენ ვართ კლებადი ერი, სანამ ჩვენ მრავალშვილიანობას არ გავხდით ყველაზე პრესტიჟულ საქმედ, სანამ ჩვენ დედობას, საქართველოში, არ დავუდგებით გვერდით და სანამ ჩვენ ამ პარადიგმას არ შევცვლით, რომ არ უნდა ვიყოთ კლებადი ერი და უნდა ვიყოთ მზარდი ერი... 

ჩვენ საქართველოში 3,7 მილიონი ვართ, დანარჩენი გასულია ქვეყნის გარეთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი დედები, ჩვენი დები უცხოეთიდან, შევუქმნათ მათ ღირსეული სამუშაო ადგილები და ღირსეული პირობები იმისთვის, რომ მათ ბევრი შვილი ჰყავდეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. 

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის წევრების წარდგენისას.

კომენტარები