აფეთქება სანზონაში

საგანგებო: გურამიშვილზე აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა ოთხი მოქალაქე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. 

უწყების პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც დაინგრა მეოთხე სართული და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. 

ამ დროისთვის კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები რჩებიან. ამასთან, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური. 

კომენტარები