გურამიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად, კორპუსში აფეთქება მოხდა

სალომე წიქარიძე / On.ge

დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. 

უწყების ცნობითვე, მომხდარის შედეგად მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. 

მეხანძრე-მაშველების ადგილზე მისვლისთანავე კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში სულ ოთხი პირი გადაიყვანეს.

კომენტარები