ნობელი 2020

ცნობილია ნობელის პრემიის მფლობელები ეკონომიკის დარგში

წელს, ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ სპეციალისტს გადაეცა. აბჰედჯიდ ბანერჯს, ესტერ დიუფლოსა და მაიკლ კრემერს, ნობელის ჯილდო გლობალური სიღარიბის დაძლევის ახალი ექსპერიმენტული მეთოდის შემუშავებისთვის გადაეცათ.

"წლევანდელმა ლაურეატებმა წარმოადგინეს ახალი და ეფექტური მეთოდი გლობალური სიღარიბის დაძლევის მიმართულებით", — ნათქვამია შვედეთის აკადემიის განცხადებაში. 

წინა დღეებში ნობელის კომიტეტმა გამოავლინა ლაურეატები ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურის, მშვიდობის დარგში.

ე.წ. ბანკირების პრემია 1969 წლიდან გაიცემა. პრემიის დაარსება შვედეთის ცენტრალურ ბანკს უკავშირდება. 1968 წელს რიკსბანკმა ნობელის ფონდში პრემიის უზრუნველსაყოფად აუცილებელი თანხა შეიტანა. პრემიის ოფიციალური სახელწოდებაა "ალფრედ ნობელის სახელობის, რიკსბანკის პრემია ეკონომიკის დარგში."

ეკონომიკაში პრემიის გაცემა არ მოიაზრებოდა ალფრედ ნობელის ანდერძით, თუმცა ჯილდო იმავე წესებით გაიცემა, როგორიც ზუსტ მეცნიერებებში და ლიტერატურაში. სტოკჰოლში სხვა დარგის კომიტეტებთან ერთად ფუნქციონირებს ნობელის კომიტეტი ეკონომიკის დარგში.

სხვა დარგებისგან განსხვავებით, ეკონომიკის დარგში ნომინანტებს სპეციალისტთა შედარებით მცირე წრე ადგენს. კანდიდატების წარდგენის უფლება გააჩნიათ, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, დანიის და ფინეთის აკადემიის წევრებს, ასევე პრემიის ძველ ლაურეატებს.

სხვა დისციპლინებში კანდიდატის წარდგენის უფლება მსოფლიოში მოქმედი ნებისმიერი უნივერსტეტის პროფესორს გააჩნია. ეკონომიკაში ნობელის პრემიის არსებობის ისტორიაში, ქალს მხოლოდ ერთხელ გადაეცა.

წინა წელს პრემია ორ ამერიკელ ეკონომისტს, უილიამ ნორდჰაუსს და პოლ რომერს გადაეცა. რომერმა და ნორდჰაუსმა შეიმუშავეს გლობალური ეკონომიკის მდგრადი ზრდის სამეცნიერო მოდელი და დაადგინეს თუ რა გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს ეკონომიკის ზრდაზე. 

კომენტარები