შსს

შსს-მ ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული გ.შ. "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით" დააკავვეს. 

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში დააკავეს. მათივე ცნობით, პოლიციამ გ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას საფრანგეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 262 აბი და 2 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო, რომელზეც ექსპერტიზაა დაწყებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები