მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გიგა ბოკერიას შესახებ

ბეჟაშვილი სააკაშვილზე: არ შევხედოთ ამ ინტერვიუს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე

არ შევხედოთ ამ ინტერვიუს როგორც ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და ასე ვთქვათ, თუნდაც თავდასხმებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა და მთავარი მოწინააღმდეგე განვსაზღვროთ ბიძინა ივანიშვილის სახით. სამწუხაროა, რომ მოვისმინეთ ინტერვიუები ბაქრაძისგან, ვოლსკისგან, სხვა პოლიტიკური პატიებისგან და მათი მთავარი წინააღმდეგობის ობიექტი მიხეილ სააკაშვილია, როცა ქვეყნის წინაშე მთავარი საფრთხის სახით ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გიგა ბოკერიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. 29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში სააკაშვილმა თქვა, რომ მასა და გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავად "მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია", ხოლო ბოკერია კი "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" მოიხსენია.

კომენტარები