ე.წ. საოკუპაციო ხაზის გადმოწევა

მამუკა ხაზარიძის თქმით, გუგუტიანთკარში მცხოვრები გივი რაზმაძის ახალი სახლი უკვე აშენდა

youtube.com EY Global

მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. ხაზარაძის თქმით, სოფელ გუგუტიანთკარში საოუკუპაციო ხაზის გადმოწევის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილ, გივი რაზმაძის ახალი სახლი უკვე აშენდა და საოკუპაციო ძალებისგან დაზარალებულ ოჯახს ნებისმიერ დროს შეუძლია შესახლება.

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს.

მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად.

რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე."

შეგახნებეთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების და ძელების მონტაჟი დაახლოებით ერთი თვის წინ განაახლეს. საოკუპაციო ხაზი გადმოწევის, შედეგად, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.

კომენტარები