აშშ-ის მთავრობა

აშშ-მა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში საწარმოს ასაშენებლად 500 000 დოლარი გამოყო

პირველი არხი

აშშ-ის მთავრობამ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფანინსებლად 500 000 ათასი დოლარი გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროექტი საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდება. 

გთავაზობთ საელჩოს განცხადებას უცვლელად:

ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება.
სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობა გამოყოფს $500 000 დოლარს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდი / Partnership Fund-ისა და USAID/Georgia Zrda აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში.

ცნობისთვის, გუშინ, 18 სექტემბერს აშშ-ის საეჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა თბილისში ახალი ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრის დასაარსებლად 700 000 დოლარი გამოყო.

კომენტარები