როდ სტიუარტი

როდ სტიუარტი: 2 წლის წინ პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ახლა სრულად განვიკურნე

bz-berlin.de

როდ სტიუარტი პროსტატის სიმსივნისგან განიკურნა. ამის შესახებ 74 წლის მუსიკოსმა პროსტატის კიბოსთან ბრძოლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. 

"ამის შესახებ არავინ იცოდა. ახლა ბოლომდე განვიკურნე და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ დროულად აღმოვაჩინე,"- თქვა როდ სტიუარტმა, რომლის კომენტარსაც BBC The Mirror-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სიტყვით გამოსვლამდე ის თავის ცოლს, პენი ლანკასტერს, გაეხუმრა, რომ "დაქამინგაუთებას" აპირებდა, შემდეგ კი დაამატა:

"ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ. 2 წლის წინ პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. თუკი პოზიტიურად მიუდგებით, იმუშავებთ ამაზე და სახეზე ღიმილს შეინარჩუნებთ... მე 2 წლის განმავლობაში ვიბრძოდი და, უბრალოდ, ბედნიერი ვიყავი და მოწყალე ღმერთმა გადმომხედა". 

ამასთან, როკ შემსრულებელმა კაცებს მოუწოდა, ექიმთან ხშირად იარონ და გაესიჯონ. 

პროსტატის სიმსივნე ერთერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ის კაცების ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მოწინავე ადგილზეა. სიმსივნის საწყის სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში მისგან სრულად განკურნებაა შესაძლებელი. 

კომენტარები