ავტოსაგზაო მოძრაობის შეზღუდვა

რაგბიში საქართველო-შოტლანდიის მატჩის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აქვეყნებს ინფორმაციას დღეს, 31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, "დინამო არენაზე" რაგბიში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის მატჩის დროს მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე:

20:00 საათიდან შეხვედრის დასრულებამდე მთლიანად გადაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები:

გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები სრულად, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა - ნაწილობრივ.

მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ - ვახუშტის ხიდის მიმართულებით.


აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე.

ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით. 


აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

კომენტარები