კონგოში ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა

CNN

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ებოლათი გარდაცვლილთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა.  

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, კონგოში არსებული სიტუაცია "მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჰუმანიტარული კრიზისია". 

კონგოს მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის 3 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.  

კონგოში ექიმები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ვაქცინას უკეთებენ ადამიანებს, რომლებიც რაიმე კონტაქტი ჰქონდათ ებოლას ვირუსის მქონე პირებთან. თუმცა, ვირუსის გავრცელების გაკონტროლება მაინც რთულდება. კონგოელთა ნაწილი ვაქცინაციაზე უარს ცრურწმენების გამო აცხადებს. 

ებოლას ეპიდემიას 2014-16 წლებში გვინეაში, ლიბიასა და სიერა ლეონეში ჯამში 11 310 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ებოლას ვირუსი 1976 წელს ზაირში აღმოაჩინეს. ადამინი ვირუსით დაავადებული პირის ან ცხოველის სისხლთან, სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსა და საგნებთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება. ებოლას ვირუსს სისუსტე და ყელისა და კუნტების ტკივილი ახასიათებს. ის პირღებინებას, დიარეასა და შინაგან სისხლდენას იწვევს. მეცნიერებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა 2016 წლის დეკემბერში შექმნეს. 1976 წლიდან ებოლას საწინააღმდეგოდ არაერთი ვაქცინა შეიმუშავეს, თუმცა ადამიანზე ეფექტურობით არც ერთი მათგანი არ გამოირჩეოდა. 

კომენტარები