აშშ

ალაბამაში $50-ის მოპარვისთვის სამუდამო პატიმრობა მისჯილი კაცი 36 წლის შემდეგ გაათავისუფლეს

AP

აშშ-ის ალაბამას შტატში კაცი, რომელსაც 50 დოლარის მოპარვის გამო სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 36 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ალვინ კენარდი 1983 წელს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც მან საცხობიდან 50 დოლარი მოიპარა. მაშინ ის 22 წლის იყო და ციხეში 36 წელი გაატარა.

კენარდს მკაცრი სასჯელი მაშინ ალაბამაში მოქმედი კანონმდებლობის გამო მიესაჯა. მას ქურდობის სამი შემთხვევის გამო 1979 წელს უკვე ჰქონდა მისჯილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა. ხელახალი კანონდარღვევის შემთხვევაში კი კანონი მსგავს მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა.

კენარდმა მოსამართეს უთხრა, რომ პატიმრობისას დურგლის ხელობა შეისწავლა და სურს ციხიდან გასვლის შემდეგ ამ პროფესიით იმუშაოს. მოსამართლემ მისი საჯელი 36 წლით პატიმრობად შეცვალა, რაც კენარდს უკვე მოხდილი აქვს.

კენარდის ადვოკატი კი ამბობს, რომ ციხეში მსგავსი სიტუაციით ასობით პატიმარია და ისინი გასაჩივრებას ვერ ახერხებენ, რადგან ადვოკატის ფული არ აქვთ.

კომენტარები