საპროტესტო აქციები მოსკოვში

რუს ოპოზიციონერ ლიუბოვ სობოლს თავს დაესხნენ

ლიუბოვ სობოლი
RIA

რუს ოპოზიციონერს, ლიუბოვ სობოლოს მოსკოვში საცხოვრებელ სახლთან ახლოს თავს დაესხნენ. ინფორმაცია ამის შესახებ სობოლმა საკუთარ twitter-ზე გაავრცელა.

"რამდენიმე წუთის წინ, მაშინ როდესაც სახლის სადარბაზოდან გამოვედი და ტაქსიში ვჯდებოდი, უცნობი ადამიანი თავს დამესხა" - წერს სიბოლო და აღნიშნავს, რომ უცნობმა მას გაურკვეველი ბინძური სითხე შეასხა.

ლიუბოვ სობოლი ალექსეი ნავალნის თანამოაზრე და ბოლო პერიოდში ერთერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. სობოლი ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერია. 

იმის გამო, რომ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, მოსკოვში საპროტესტო აქციები 14 ივლისს დაიწყო. დაურეგისტრირებელ კანდიდატებს შორის იყო ლიუბოვ სობოლიც. 

კომენტარები