ირაკლი იმნაიშვილი

იმნაიშვილი: მაქვს ამბიცია, რომ რუსთავი 2 გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია

შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს ნიუსრუმი არის ცარიელი, დღეს როდესაც აქ მოვედით, დაგვხვდა 800-მდე ადამიანი და ასევე რაც მოვისმინე თანამშრომლებისგან, არის ის, რომ ნაწილს იმ ჟურნალისტებისა, რომლებიც წავიდნენ, სურთ დაბრუნება და ისინი უბრალოდ ამ ემოციური ზეწოლის გამო არიან ასეთ მდგომარეობაში. დგანან არჩევანის ზღვარზე გააკეთონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება.

14 წლის განმავლობაში ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაში და სულ მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა სტანდარტი, როგორც ჟურნალისტური სტანდარტი, ასევე უპრეცედენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს. ამ მხრივ საეტაპო პროცესი იქყება, ჩვენ მოლაპარაკებების ფინალურ სტადიაზე ვართ და თუ ეს მოლაპარაკება დასრულდება წარმატებით, მთავარი ამოცანა არის, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო ხელშეკრულება, იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა, ეს იქნება კონტრაქტი მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის და ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს საშუალებას, დაიცვან თავისი თავი და თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობა. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ეს არის ერთჯერადი პროცესი, ეს იქნება ყოველდღიური პროცესი, სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი და რუსთავი 2 იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ როგორც გვახსოვს ხალხსაც და მფლობელებსაც გამარჯვებიდან მალევე ეს ტელევიზია წაართვეს და თუ ჩვენი მოლაპარაკება დასრულდება წარმატებით მე მაქვს ამბიცია, რომ რუსთავი ორი გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების და თანამშრომლების ტელევიზია. გამარჯვება უპირველეს ყოვლისა ამ გუნდმა უნდა მოიპოვოს ცენზურაზე განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციუ გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან თუ მმართველი გუნდიდან წამოსული.

რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ რუსთავი ორის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა.

კომენტარები