ქვეითის გარდაცვალება

ხელვაჩაურში ქვეითს მანქანა დაეჯახა, კაცი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა

flickr

ხელვაჩაურში ქვეითს მანქანა დაეჯახა. 40 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადადიოდა, როცა მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები