ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პრაღის გაზაფხული

51 წელი საბჭოთა კავშირის მიერ პრაღის გაზაფხულის დასრულებიდან

ოთხშაბათი, 21 აგვისტო, 2019 - 13:41
Theatlantic
tbl.ge/3y92
დაკოპირდა
ავტობუსის მძღოლი საბჭოთა კავშირის შეჭრის მსხვერპლის დახმარებას ცდილობს პრაღის ცენტრში, 1968 წლის 21 აგვისტო.Theatlantic
სტუდენტები ანტირუსულ პოსტერებს ამზადებენ 1968 წლის 3 სექტემბერს, პრაღაში.Theatlantic
საბჭოთა ტანკები, დამწვარი მანქანები და გაძარცვული მოქალაქეები პრაღაში, 1968 წლის 21 აგვისტოს, როდესაც საბჭოთა ჯარები ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში შევიდნენ.Theatlantic
ქალი ერთ-ერთი მსხვერპლის დაკრძალვაზე ტირის.Theatlantic
საბჭოთა არმიის ტანკი სატვირთო მანქანებისა და ავტობუსებისგან დამზადებულ ბარიკადს ატრიალებს.Theatlantic
ჩეხი ახალგაზრდები წარწერით "არასდროს საბჭოთა კავშირთან".Theatlantic
საბჭოთა ტანკი, რომელიც გაფუჭდა ხიდზე გადასვლის შედეგად, 1968 წლის 21 აგვისტოს. ერთ-ერთი მოწმის თქმით, ხიდი დინამიური იყო.Theatlantic
საბჭოთა არმიის ჯარისკაცები ჩეხოსლოვაკიის რადიოს შენობის წინ, პრაღის ცენტრში, ტანკებზე სხედან, 1968 წლის 21 აგვისტოს.Theatlantic
სატვირთო მანქანებისა და ავტობუსებისგან დამზადებული ბარიკადი პრაღის ცენტრში იწვის, 1968 წლის 21 აგვისტო.Theatlantic
პრაღის მაცხოვრებლები მოლოტოვის კოქტეილების საშუალებით ცდილობენ საბჭოთა ტანკის გაჩერებას, 1968 წლის 21 აგვისტო.Theatlantic
მთებიდან დანახული პრაღა, 1968 წლის აგვისტო.Theatlantic
დაპირისპირება დემონსტრანტებსა და ვარშავას პაქტის ჯარებსა და ტანკებს შორის 1968 წლის აგვისტოში.Theatlantic
საბჭოთა ტანკები პრაღის ქუჩებში, 1968 წლის აგვისტოს ღამე.Theatlantic
პრაღის მაცხოვრებლები საბჭოთა კავშირის არმიის ტანკზე, 1968 წლის 21 აგვისტო. პოსტერზე ვკითხულობთ "უნებართვო პერსონალისთვის შესვლა აკრძალულია".Theatlantic
ათასობით მომიტინგე ვაცლავას მოედანზე, პრაღის ცენტრში, 1968 წლის 24 აგვისტო.Theatlantic
ახალგაზრდები პრაღის გარშემო ჩეხოსლოვაკიის არმიის მანქანებით, ისინი ეროვნულ დროშებს ააფრიალებენ და ეროვნულ სიმღერებსა და პატრიოტულ ლოზუნგებს მღერიან.Theatlantic
ჩეხოსლოვაკიელები იკრიბებიან საბჭოთა კავშირის შემოჭრის ახალი ამბების შესახებ რადიოს მოსასმენად, 1968 წლის 29 აგვისტო.Theatlantic
1968 წლის 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიის არმიის წევრი კოჩეცში, ჩეხოსლოვაკიაში მოსახლეობას მიმართავს.Theatlantic
რიგითი მანქანა ათობით საბჭოთა ტანკის გვერდით გადის.Theatlantic
პრაღის მოსახლეობა საბჭოთა ტანკების გარშემო, პრაღის ცენტრში, საბჭოთა კავშირის ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის პირველ დღეს, 1968 წლის 21 აგვისტოს.Theatlantic
საბჭოთა ჯარები პრაღაში 1968 წლის სექტემბერში.Theatlantic
ახალგაზრდები პრაღის ქუჩებში ჯვარცმით ხელში, 1968 წლის 27 აგვისტოს მოკლული მეგობრის დაკრძალვაზე.Theatlantic
ჩეხები პრაღაში მდებარე საბჭოთა ტანკს დასცინიან.Theatlantic
ათასობით მომიტინგე ვაცლავის მოედანზე, პრაღის ცენტრში, 1968 წლის აგვისტოში.Theatlantic
ახალგაზრდა ჩეხი პრაღის ქუჩებში ტანკებზე მსხდომ საბჭოთა ჯარისკაცებს უყვირის, 1968 წლის 26 აგვისტო.Theatlantic
მოქალაქეები საბჭოთა ტანკის გარშემო,1968 წლის 22 აგვისტო.Theatlantic
ჩეხოსლოვაკიელი ლტოლვილები ქვეყანას ტოვებენ, ფოტო გადაღებულია ავსტრიის საზღვარზე, 1968 წლის შემოდგომაზე.Theatlantic

ე.წ. პრაღის გაზაფხული ჩეხოსლოვაკიის დემოკრატიული გარდაქმნების პირველ ცდა იყო, რომლებსაც ადგილობრივი რეფორმატორები ალექსანდრე დუბჩეკის მეთაურობით ედგნენ სათავეში. ამ ქმედებას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიხილავდნენ, როგორც მუქარას მთელი სოციალისტური ბანაკისადმი. იმის შიშით, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილების დამხობა და მისი გამოსვლა ვარშავის ხელშეკრულებიდან სხვა სახელმწიფოებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებდა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, 1968 წლის 21 აგვისტოს თავისი ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეეყვანა.

1956 წლის უნგრეთის მოვლენების შემდეგ ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ცდა, ძალის გამოყენებით ჩაეხშო დემოკრატიული გარდაქმნები სოციალისტური ბანაკის შიგნით. ეს მოვლენები თვითონ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ განვითარებაზე აისახა და საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები:

პრაღის გაზაფხულისაბჭოთა კავშირისსრკჩეხოსლოვაკიაპრაღა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 22 აგვისტო, 2017 - 17:31პრაღის გაზაფხულის ამ დრომდე უცნობი ფოტო კადრები

კომენტარები

ბოლო სიახლეები

FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 01:07

FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა

თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 00:04

თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 22:03

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 21:05

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:50

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
3რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში