ყალბი სერთიფიკატები

ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე პროფესიული სასწავლებლის დირექტორი დააკავეს

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე პროფესიული სასწავლებლის დირექტორი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღებას გულისხმობს. 

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები