ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმე

უგულავა: პროკურატურით ხდება პირადი, საქმიანი რეპუტაციის შელახვა და პორტის იდეის დასამარება

საქმეში, რომელშიც არ არსებობს დაზარალებული, საქმე, რომელიც მოხდა 13 წლის წინ და რომელსად სხვა თანაბარ, ნორმალურ პირობებში მასზე აუცილებლად ხანდაზმულობის ვადა გავრცელდებოდა. საქმეში, სადაც ხელოვნურად არის 194-ე მუხლი, ფულის გათეთრების, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობას, არის პრაქტიკულად ნებისმიერი ბიზნესმენისთვის მგლის ბილეთი და მისი რეპუტაციის დასამარება. ეს მუხლი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის ყურით მოთრეული, რომ ეს საქმე წამოწყებულიყო, რომელშიც დაზარალებულიც კი არ არსებობს. პარალელურად, როცა ვიცით ივანიშვილის დამოკიდებულება, რომელიც მან ღიად განაცხადა, უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება ხაზარაძის მიმართ და უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში და ამას დამატებული კიდევ ხაზარაძის განაცხადი პოლიტიკურ-საზოგადოებრივ აქტივობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია სხვა შეკითხვას არ ტოვებს, გარდა იმისა, რომ პროკურატურის ხელით ხდება ადამიანის პირადი და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, ბანკის ჩამოშლა და პორტის იდეის დასამარება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული სურვილები და სხვანაირად ამის წაკითხვა უბრალოდ სირაქლემას პოზასი ჩადგომას ნიშნავს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეზე.

კომენტარები