ლიონელ მესის სასჯელი

ლიონელ მესის დისკვალიფიკაცია მისცეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს

არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის კოპა ამერიკაზე მიღებული წითელი ბარათის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. გარდა ამისა, მსაჯებისა და ორგანიზატორების კრიტიკის გამო, კატალონიის "ბარსელონას" ლიდერს ჯარიმის სახით 1500 ამერიკული დოლარის გადახდაც მოუწევს.

ბრაზილიის ნაკრებთან წაგებული ნახევარფინალის შემდეგ, მესიმ სამხრეთ ამერიკის საფხებურთო მმართველი ორგანო და მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ ტურნირზე ყველაფერი კეთდებოდა მასპინძლების გასაჩემპიონებლად.

მოგვიანებით, მესიმ ბოდიში მოიხადა, თუმცა კონმებოლმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა და ამ სასჯელს ფულადი ჯარიმაც დაუმატა.

კომენტარები