საბიუჯეტო შემოსავლები

იანვარ-ივნისში ბიუჯეტში საპროგნოზო მოცულობის 102.5% შევიდა

ტაბულა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტში დაგეგმილი მოცულობის 102.5% შევიდა, რაც ჯამში 5 მილიარდ 38 მილიონ ლარს აჭარბებს.

გადასახადებიდან შემოსავლებმა 4 მილიარდ 503 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 100.9%-ია. გეგმის გადაჭარბება მოგების გადასახადიდან მობილიზებულმა თანხამ გამოიწვია, საიდანაც დაგეგმილის 112.5% შემოვიდა. ამასთან, შემოსულმა გრანტებმა გეგმის 120.9% შეადგინა.

ამის მიუხედავად, საპროგნოზო მოცულობა ვერ შესრულდა აქციზის, იმპორტის, დამატებით ღირებულებისა და საქონლისა და მომსახურების გადასახადების შემთხვევაში.

 

კომენტარები