აგენტი 007

ისტორიაში პირველად, აგენტი 007-ის როლს ფერადკანიანი ქალი შეასრულებს

Getty Images / Jeff Spicer

გავცელებული ინფორმაციით, აგენტი 007-ის როლს დენიელ კრეიგის ნაცვლად ბრიტანელი ფერადკანიანი ქალი მსახიობი - ლაშანა ლინჩი შეასრულებს. ლინჩი პირველი ქალი და ასევე პირველი ფერადკანიანი მსახიობი იქნება, რომელიც აგენტი 007-ის როლს შეასრულებს.

აგენტი 007-ის როლი არაერთმა მსახიობმა მოირგო; შონ კონერმა, ჯორჯ ლაზენბმა, როჯერ მურიმ, ტიმოტი დალტონმა, პირს ბროსმენმა და ყველასთვის ცნობილმა დენიელ კრეიგმა, მაგრამ, ისტორიაში პირველად, აგენტის კოდური სახელი ფერადკანიანმა ქალმა მიიღო.

ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმის შესახებ ცოტა დეტალია ცნობილი. ფილმი კინოთეტრებში 2020 წლის, 8 აპრილს გამოვა.

კომენტარები