20-21 ივნისი

ბახტაძე: სადმე არის კითხვები, რომ პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა?! რა თქმა უნდა, არა

მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიციელი იძულებული იყო, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს არის 20 ივნისის მოვლენების შეფასება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცავმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რათა მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვდა და შედეგად სამწუხაროდ, გვყავს დაზარალებულები - ჩვენი ახალგაზრდები და პოლიციელები. ამ ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასებები. არავინ დარჩება დაუსჯელი და ის პროცესი, რომელიც 21 ივნისიდან მიმდინარეობს, ამის ნათელი დემონსტრირებაა. ისევე, როგორც პასუხისმგებლობა არ ასცდებათ იმ ე.წ პოლიტიკოსებს, უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი თავიანთი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოიყენეს.

სადმე არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა?! რა თქმა უნდა, არა. ძალიან მძიმეა და მტკივნეულია, რომ დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და სოლიდარული ვარ ამ ნაწილში. ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

 ”

პრემიერი 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ.

კომენტარები