ხუხაშვილი: ყველაფერი გამიგია, მაგრამ რევოლუციის მოსაწყობად კაცი საშვს იღებდეს, არ გამიგია

ყველაფერი გამიგია, მაგრამ რევოლუციის მოსაწყობად კაცი საშვს იღებდეს, არ გამიგია

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ექსპერტ ამირან სალუქვაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე. სალუქვაძემ თქვა, რომ შს მინისტრმა დახურულ შეხვედრაზე განმარტა, რატომ გააძლიერა 20 ივნისს პარლამენტის შენობის დაცვა. კერძოდ, ექსპერტის ცნობით, გახარიამ აღნიშნა, რომ 20 ივნისს, პოლიტიკური პარტიები "გაათმაგებული რაოდენობით" ითხოვდნენ პარლამენტში საშვის დაშვებას. "თუ რომელიმე პარტია, საშუალოდ დღეში 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებდა, დავუშვათ, 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს" - თქვა სალუქვაძემ.

კომენტარები