სირცხვილია 20.0

ხოშტარია: გახარია აღარ არსებობს, თქვენ ქმნით ბევრად მეტს, ვიდრე ერთი მინისტრის წასვლაა

არანაირი გახლეჩვა არ არის ჩვენს საზოგადოებაში. ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა გუშინდელი დღის. ჩვენ ვანახეთ, რომ არ იყოფა საქართველო პრორუსებად და პროდასავლურებად, საქართველო ეკუთვნის თავისუფალ ადამიანებს, თავისუფალ აზრს, ერთიანობას, თუნდაც კამათს, თუნდაც უმცირესობების თემაზე კამათს. შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც გაბრიყვებით და მოსყიდვით ან ძალით ჩამოიყვანეს, ისინი ჩვენი მტრები არ არიან. დღეს ჩვენი ბრძოლის მიზანი არის ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხსაც იყენებს, ამ ხალხსაც შეურაცხყოფას აყენებს, უნდათ, რომ დაგვიპირისპირონ, მაგრამ არ გამოუვიდათ და სწორედ ეს არის ჩვენი გამარჯვება. სიმშვიდის ძალა ყოველთვის დაამარაცხებს ამ ბოროტების და ძალადობის ძალას.

უნდა გვესმოდეს, რომ გახარია აღარ არსებობს საერთოდ, რა გახარიაზეა ლაპარაკი, ქართული ოცნება გაკოტრებულია. თქვენ ქმნით ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ერთი მინისტრის წასვლაა, რომელიც აუცილებლად წავა. თქვენ ქმნით მომავალს, რომელიც იქნება აუცილებლად თავისუფალი, ერთიანი, ევროპული და განათლებული.

პარტია "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე.

კომენტარები