პრორუსი ბიზნესმენი და სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე პარლამენტთან ქამრით და ჯვარკომბლით იმყოფება. მას ქამარი ხელზე აქვს შემოხვეული.
შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 16 ივნისს, ლევან ვასაძემ "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას.
ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ.

ფოტო: ტაბულა
ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. გეგმის მიხედვით, "სირცხვილია" დღეს, 19:00-ზე უნდა განახლდეს.





