ია მეტრეველი 20 ივნისზე: ესაა შტურმით აღება - ან ვიღაცა მოკვდება, ან თვალს დაკარგავს

ნამდვილად ჩვენ გადავრჩით სერიოზულ უბედურებას, კიდევ ერთ სამოქალაქო ომსაც და სახელმწიფო გადატრიალებას, რასაც ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა უკვე ჩვენი ქვეყანა. რაც მოხდა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას, რომელმაც მოახერხა და თავიდან აგვაცილა გადატრიალება...

... თვითონ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] ვითომ ძალიან განიცდიან იმ ახალგაზრდების... მართლა ტრაგედიაა, რაც მოხდა, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ რევოლუციის და გადატრიალების დროს ყოველთვის სისხლი დაიღვრება, ან ვიღაცა მოკვდება, ან თვალს დაკარგავს, ეს არის რევოლუცია, აჯანყება და შტურმით აღება, ეს ბავშვენმა უნდა იცოდნენ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ მიდიხარ რევოლუციაზე, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება, მოკვდე კიდევაც

2004 წლის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი 20 ივნისის აქციის დარბევის შესახებ, იმედის ეთერში.

კომენტარები