ალექსეი ვენედიკტოვი

რუსი ჟურნალისტი ალექსეი ვენედიკტოვი Instagram-ზე ხინკლის და ბორჯომის ფოტოს აქვეყნებს

Instagram

რუსმა ჟურნალისტმა, Э́хо Москвы́-ს მთავარმა რედაქტორმა, წამყვანმა და თანამფლობელმა, ალექსეი ვენედიკტოვმა საკუთარ ინსტაგრამზე ხინკლისა და ბორჯომის სურათი გამოაქვეყნა წარწერით "და რას მიირთმევთ თქვენ?"

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების პასუხად ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა დროებით აუკრძალა.

გარდა ამისა, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (Роспотребнадзор) რუსეთში 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანა აკრძალა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის და ტურიზმის კომიტეტის უფროსმა მიხაილ დეგტიარევმა კი რუსებს ქართული პროდუქციის ბოიკოტისაკენ მოუწოდა და საქართველოს ურჩია, რომ აშშ-იდან და ევროპიდან ელოდოს ტურისტებს და ბორჯომი ევროპულ ბაზარზე გაყიდოს, რასაც სოციალურ ქსელში კამპანია მოჰყვა სახელწოდებით "ბორჯომს მეც დავლევ".

კომენტარები