აფეთქება ქუთაისში

ქუთაისში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება ოჯახური დანაშაულის მუხლით დაიწყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქუთაისში, ავტომშენის გამზირზე მომხდარი აფეთქების საქმეზე, შსს-მ გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე განზრაკ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდიანრეობს საგამძიებო მოქმედებები და დეტალებზე არ საუბრობენ. 

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-2 სართულზე აფეთქება დრეს დილით მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაშავდა 7 ადამიანი, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის 11 პრიმა და 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის და განზრახ მკვლელბის მცდელობას. 

 

კომენტარები