გამარჯვებული საქართველო

სანიკიძე: გთავაზობთ გზას, სადაც აზდაკი დაამარცხებს მურუსიძეს

დღეს საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას. ერთი გზა, რომელსაც გვთავაზობს ხელისუფლება და მისი თავიკაცი, იმართება ბნელ საკუჭნაოში, სადაც ბატონობს უმეცრება, უიმედობა, სიცრუე სულმოკლეობა, სიძულვილი, დასმენა, სოციალური და პოლიტიკური რასიზმი. სადაც საერთო ეროვნული ინტერესი ჩანაცვლებულია პირადი, კერძო ინტერესით, სადაც სამშობლოს სიყვარულს არჩევენ ერთი ადამიანის ადმინისტრაციული მონობას. სადაც განვითარება და წინსვლა უარყოფილია სასაფლაოს სტაბილურობით, სადაც დამკვიდრებულია პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ზნეობრივი ანტისანიტარია, სადაც სახელმწიფო იმართება ერთი ადამიანის სურვილით და არა კანონით, სადაც სიტყვას ფასი არ აქვს, სადაც ღირსებას ვერცხლით წონიან.

ჩვენ და კიდევ ბევრი სხვა ჩვენი თანამოაზრე გთავაზობთ მეორე გზას, სადაც სამშობლოს ექნება განვითარების პერსპექტივა, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას, სადაც ხალხი დაპირდება, სადაც გაგრძელდება რეფორმები და მოდერნიზაცია, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზი, სადაც მოხუცებს ექნებათ სარჩო და დაფასება, სადაც სამართალი იზეიმებს, სადაც აზდაკი დაამარცხებს მურუსიძეს

პირველი არხის ცნობით, თქვა გუბაზ სანიკიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაფუძნებული ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციაზე. "გამარჯვებული საქართველოს“ წევრები არიან ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, კომიკოსი ნიკა რამიშვილი (დრუპი) და სხვები.

კომენტარები