ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები ძალიან მაგრად მიმდინარეობს

სამშაბათი, 11 ივნისი, 2019 - 18:00
tbl.ge/3rcs
დაკოპირდა

თბილისის მერის შეფასებით, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები "ძალიან მაგრად მიმდინარეობს". კახა კალაძემ დღეს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

"პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალებზე მუშაობა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა. ამის დასრულების შემდეგ გადავალთ განშტოებების მოწესრიგებაზე და შემდეგ დაერთდება. სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს აქ მცხოვრებ ადამიანებს. მესმის, აქ არის მტვერი და ხმაური, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია სამუშაოების შესრულება. ამას ყველა გაგებით ეკიდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტით უკვე ყველა ვიამაყებთ. გამზირი იქნება გალამაზებული და მოწესრიგებული. მასშტაბებსაც ხედავთ, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას. ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გაბმული, მიწის ქვემოთ ჩავა. წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას უზრუნველყოფს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება.

"სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება" - აცხადებს თბილისის მერია.

როგორ მოძრაობს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს, წაიკითხეთ აქ.

კახა კალაძეთბილისის მერია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას - კობახიძე
კვირა, 7 ივნისი, 2026 - 23:36

ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას - კობახიძე

8 საათის მონაცემებით, სომხეთში საარჩევნო დანაშაულების გამო 59 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კვირა, 7 ივნისი, 2026 - 22:26

8 საათის მონაცემებით, სომხეთში საარჩევნო დანაშაულების გამო 59 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
კვირა, 7 ივნისი, 2026 - 21:37

ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, სომხეთის არჩევნებში აქტივობამ 58.9% შეადგინა, 2021 წელზე 9%-ით მეტი
კვირა, 7 ივნისი, 2026 - 21:27

წინასწარი მონაცემებით, სომხეთის არჩევნებში აქტივობამ 58.9% შეადგინა, 2021 წელზე 9%-ით მეტი

სომხეთის არჩევნებზე 17:00 საათისთვის აქტივობა 48.92%-ია, 2021 წლის მონაცემზე 10%-ით მეტი
კვირა, 7 ივნისი, 2026 - 19:15

სომხეთის არჩევნებზე 17:00 საათისთვის აქტივობა 48.92%-ია, 2021 წლის მონაცემზე 10%-ით მეტი

ყველაზე კითხვადი

ლევან მურუსიძე მე პირადად ძალიან არ მომწონს – თეა წულუკიანი
1ლევან მურუსიძე მე პირადად ძალიან არ მომწონს – თეა წულუკიანი
2გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
3თბილისის აეროპორტში დაკავებული FBI-ის მიერ ძებნილი პირი ტატიანა კურაშკევიჩია
4სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
5სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით იერიშს რუსეთმა "უპრეცედენტო" უწოდა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში