პანაშვიდი

კაცი, რომელსაც ლუდი უყვარდა, თავისი საყვარელი ლუდის ქილის მსგავსი კუბოთი დამარხეს

Solent News

52 წლის კაცი, რომელსაც ლუდი უყვარდა, თავისი საყვარელი ლუდის “Foster’s”-ის ქილის მსგავსი კუბოთი დამარხეს.

პერი კარდის პანაშვიდის მიმდინარეობისას კუბოზე საყვარელი ლუდის ქილაც იდო.

კაცი რამდენიმე დღის წინ, ბარიდან გამოსვლის შემდეგ სროლაში მოყვა და მოკვდა. ოჯახმა კი გადაწყვიტა, მისთვის ისეთი ცერემონია მოეწყო, რომელიც “თვითონ მოეწონებოდა”.

“მე ვესაუბრე პანაშვიდის ორგანიზატორს და ვკითხე, თუ იყო შესაძლებელი კუბო ისე შეგვეფუთა, როგორც ამას მანქანებს და სხვა რაღაცებს უკეთებენ. მან მითხრა რომ ეს შესაძლებელი იყო. ჩვეულებრივი კუბო 400 ფუნტი სტერლინგი ღირს, ეს კი 700 ფუნტი სტერლინგი დაგვიჯდა. არ გვინდოდა რომ სევდიანი პანაშვიდი გამოსულიყო, გვსურდა რომ ყველა მხიარულად ყოფილიყო”, - თქვა ოჯახის წევრმა.

კომენტარები