ავტოსაგზაო შემთხვევა

ავლაბარში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა

შსს

ავლაბარში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები