არჩევნები მთაწმინდის ოლქში

ბოკერია: კახაძის სახით კობახიძეს კიდევ ერთი მარიონეტის დამატება სურს პარლამენტში

ამ კაცს არც პოლიტიკური შეხედულებები აქვს, არც უნარები. თუ მარიონეტი რამეს ჰქვია, ეს არის ბატონი კახაძე. ბუნებრივია, ბატონი კობახიძე მას ისურვებს პარლამენტში, მაგრამ ყველას გვესმის, რომ კიდევ ერთი მარიონეტი ოცნების რიგებში არაფერს არ შველის. ხოლო ბატონი შავგულიძის გამარჯვება გარდა იმისა, რომ ჩვენ გვეყოლება დეპუტატი, რომელიც არის კომპეტენტური და პრინციპული და ეს პრინციპულობა დაამტკიცა ყოველთვის, როცა ჩვენი ხელისუფლების ოპონენტი იყო, როცა ადვოკატი იყო, როცა იყო უბრალოდ ჯარისკაცი ამ ქვეყნისთვის გაჭირვების დრო, იგივე ივანიშვილის გუნდში ჰყოფნის დროს, როცა დაინახა, რომ ქვეყანა მიდის პრინციპულად არასწორი გზით

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის თავჯდომარეს, რომელმაც თქვა, რომ "შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში. ამ კუთხით გვაქვს სიმრავლე, თუმცა ლადო კახაძისნაირი დეპუტატი ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს და დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს"

კომენტარები