ევერესტის დალაშქვრა

შერპმა კამი რიტამ ევერესტის 24-ედ დალაშქვრით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

ნეპალელმა შერპმა კამი რიტამ სამშაბათს კიდევ ერთხელ დალაშქრა ევერესტი და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ეს რიტასთვის 24-ე ასვლა იყო ევერესტზე.

კამი რიტასთვის ამ კვირაში ევერესტზე მეორედ ავიდა. მან ევერესტის მწვერვალს 15 მაისს მიაღწია, შემდგომ ბანაკში დაბრუნდა და ხელმეორედ გაუდგა გზას მწერვალისაკენ. რიტა მთაზე ასვლისას ინდოელ მთასვლელებსაც უწევდა გიდობას.

49 წლის მთამსვლელი სამშაბათის ლაშქრობამ უფრო დააახლოვა მიზანთან - 25-ჯერ ასვლასთან ევერესტზე, რის შემდეგაც ის მაღალი მთებისთვის თავის დანებებას აპირებს. ყველაზე ახლოს მის შედეგთან შერპი აპა და შერპი ფურბა თაში არიან, რომელთაც 21-ჯერ შეძლეს ევერსტის დალაშქვრა.

კამი რიტა ევერესტთან ახლოს მდებარე სოფელში გაიზარდა. ის მწვერვალზე პირველად 1994 წელს ავიდა და მას შემდეგ ამას თითქმის ყოველ წელს აკეთებს. ევერესტთან ერთად რიტას სხვა მწვერვალებიც აქვს დალაშქრული მათ შორის კ2(ჩოგორი), ჩო-ოიუი, მანასლუ და ლჰოძე.

შერპები ჰიმალაის მაღალმთიან რეგიონში (ძირითადად ნეპალში) მცხოვრები ეთნიკური ჯგუფია. ისინი უმეტესწილად მწყემსებითა და ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი, სანამ ნეპალი 1950-იან წლებში საზღვრებს გახსნიდა. მათმა გამძლეობამ და მთების ცოდნამ შერპები მალევე რეგიონში მოთხოვნად გიდებად აქცია.

კომენტარები