51-ე სკოლა

51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებმა იჩხუბეს

51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებმა იჩხუბეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, დაჭრილები ან დაშავებულები არ არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი ბოლო ზარზე, მოზარდებს შორის მოხდა. თუმცა შსს-ში ამბობენ, რომ შეტყობინების მიხედვით, ჩხუბი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები