ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული

ხუციშვილი წილხვდომილი თუ წილხვედრზე: ალბათ, ლევან ღვინჯილია იტყვის, რომელია სწორი

ეს ფორმულირება არ ვიცი. იცით, რა არის? რედაქცია გაიარა და მე ახლა ვერ გეტყვით ზუსტად. ბატონ ლევან ღვინჯილიას რომ ჰკითხოთ, უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომელი უფრო სწორი ფორმაა

ტაბულამ ქართული ოცნების დეპუტატ ზაზა ხუციშვილს ჰკითხა, რატომ წერია პრემიერმინისტრის ინიცირებულ კანონში სიტყვა "წილხვდომილი" და არა "წილხვედრი". 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები