ხონი

მამუკა ბახტაძეს საპატიო ხონელის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს საპატიო ხონელის სტატუსი მიენიჭა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჯილდო მამუკა ბახტაძეს ხონის ბულვარში, ხონელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცეს.

"მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ფესვებით. ხონი უნიკალური, ულამაზესი კუთხეა, რომელმაც ძალიან ბევრი ქართული ფასეულობა და ტრადიცია შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს. ხონი არის კუთხე და ქალაქი, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. თქვენი თხოვნის შესაბამისად, ყველა სკოლა, რომელიც ამას საჭიროებს, დროულად იქნება რეაბილიტირებული. წლის ბოლომდე დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას და მასთანერთად ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, ხონი იქნება ძალიან წარმატებული და დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ყველაზე მეტი ტურისტი და იქნება ნამდვილი იმერული, გულანთებული სტუმარ-მასპინძლობა”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მოქალაქეს საპატიო ხონელის წოდებას ანიჭებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი - საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

კომენტარები