სროლა ბალტიმორში

სროლა ბალტიმორში - დაღუპულია 1 და დაშავებულია 7 ადამიანი

CNN

დასავლეთ ბალტიმორში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. 

ინფორმაცია პოლიციამ გაავრცელა. 

ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ მათ როგორც თავდამსხმელის იდენტიფიცირებისთვის, ასევე მეტი შესაძლო მსხვერპლის მოსაძებნად საზოგადოების დახმარება სჭირდება. 

ბალტიმორის პოლიციის კომისარმა, მაიკლ ჰარისონმა პრესკონფერენციაზე თქვა: 

"საზოგადოების დახმარება ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ დამნაშავის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა შევძლოთ".

თავდამსხმელმა ცეცხლი გარე კაფეში კვირას გახსნა. პოლიციის თქმით, ის განურჩევლად ყველას ესროდა. ასევე შესაძლოა მისი სამიზნე ერთი ან მეტი ადამიანი ყოფილიყო. 

დეტექტივები ასევე ცდილობენ გაარკვიონ, გაუხსნა თუ არა თავდამსხმელს ვინმემ საპასუხო ცეცხლი. 

"ჩვენი აზრით, აქ მეორე ადამიანიც ისროდა, ალბათ, საპასუხოდ ესროდა, მაგრამ ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. ვიცით, რომ აქ ბევრი ადამიანი იყო. დეტექტივები ცდილობენ, ისინი მოძებნონ, რათა ჩვენი დახმარება შეძლონ", - თქვა ჰარისონმა. 

მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც დაიღუპა, იქვე მდებარე ტაძართან მირბოდა. თუმცა, მომხდარი ეკლესიასთან კავშირში არ არის. 

ბალტიმორის მოქმედმა მერმაც დახმარება საზოგადოებას სთხოვა: 

"ვიღაცამ რაღაც იცის. როდესაც მსგავსი რამ ხდება, ეს შემთხვევითი არაა. ადამიანებმა იციან, ვინ იღებს მიზანში სხვა ადამიანებს', - თქვა ბერნარდ იანგმა. 

კომენტარები