რუსეთი

რუსეთის სახ. დუმის სპიკერი კანონპროექტებს ისე აძლევს ხმას, რომ მოსკოვში საერთოდ არ იმყოფება

Uznayvse.ru

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ რამდენჯერმე კანონპროექტებს ისე მისცა ხმა, რომ არათუ სხდომათა დარბაზში, მოსკოვშიც კი არ იმყოფებოდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო "მედუზა" ავრცელებს. მედიის ცნობით, გასულ კვირას მათ აღმოაჩინეს, რომ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს, რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონპროექტისთვის ხმა ჰქონდა მიცემული მაშინ, როდესაც ის არც სხდომათა დარბაზში იმყოფეთა და არც მოსკოვში, ხოლო სახელმწიფო დუმის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატები ხმის მისაცემად აუცილებლად პირადად უნდა ესწრებოდნენ სხდომას. 

"მედუაზას" ვოლოდინის პრესსამსახურში აუხსნეს, რომ თანამშრომლებს მისი ხმის მისაცემი ბარათის მოხსნა დაავიწყდათ, რის შედეგადაც სახელმწიფო დუმის აპარატში "პირველად შეეშალათ". 

თუმცა, მედიამ გამოარკვია, რომ თავმჯდომარეს ეს პირველად არ მოსვლია. მათივე ცნობით, მინიმუმ 2018 წლის აპრილიდან ვოლოდინის მხრიდან უკანონო ხმის მიცემა რეგულარულად ხდება. 

Meduza-მ სახელმწიფო დუმის სხდომების სტენოგრამები გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მან თავისი თავმჯდომარეობის განმავლობაში 14-ჯერ გააცდინა პლენარული სხდომა:

2016 წლის 30 ნოემბერს
2017 წლის 27 იანვარს, 13 ოქტომბერს და 24 ნოემბერს
2018 წლის 12 აპრილს, 12 ივლისს, 9 ოქტომბერს, 8 ნოემბერსა და 12 დეკემბერს
2019 წლის 5-7 თებერვალს, 7 მარტს და 11 აპრილს

მისი გაცდენის მიზეზი სხვადასხვა იყო. მაგალითად, 2016 წლის ნოემბერში ვოლოდინი კუბაზე ფიდელ კასტროს გასვენებაში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ყველა ამ გაცდენის დროს ვოლოდინი ფიზიკურად არ იმყოფებოდა არც სხდომათა დარბაზში და არც საერთოდ მოსკოვში. 

2018 წლის აპრილში კი ვიღაცამ ვოლოდინის ნაცვლად დაიწყო ხმის მიცემა. მთელი წლის განმავლობაში ვოლოდინმა 10 პლენარული სხდომა გააცდინა, ყველა მათგანზე ვიღაცამ მის ნაცვლად მისცა ხმა. 

კომენტარები