ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს გოგო, რომელმაც სექსუალური შევიწროებისთვის დირექტორს უჩივლა

ნუსრათ ჯაჰან რაფი, 19 წლის ბანგლადეშელი გოგო, რომელმაც სკოლის დირექტორს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა, სკოლის სახურავზე აიყვანეს, ნავთი გადაასხეს და დაწვეს. ამის შესახებ BBC წერს. 

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ფენიში მოხდა. 27 მარტს ნუსრათმა თქვა, რომ დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და არაერთხელ სცადა ეძალადა მასზე თუმცა გოგონამ გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ ნუსრათი მშობლებთან ერთად პოლიციაში მივიდა დირექტორს უჩივლა. 

პოლიციელმა, რომელმაც ის გამოკითხა ვიდეო გადაიღო, რომელიც მოგვიანებით მედიით გავრცელდა. 

ვიდეოში ნურსათი სახეზე ხელს იფარებს, თუმცა ოფიცერი მას ეუბნება რომ "სერიოზული არაფერი მომხდარა" და სთხოვს ხელები ჩამოუშვას. 

სკოლის დირექტორი მალევე დააკავეს. თუმცა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დაიწყო სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ. აქციის მონაწილეები ნუსრათს ტყუილში ადანაშაულებდნენ. 

6 აპრილს ნუსრათი სკოლაში ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად ძმასთან ერთად მივიდა, რომელიც შენობაში არ შეუშვეს. 

ნუსრათი კლასელმა სახურავზე აიყვანა. სადაც 4-5 ადამიანი დახვდა, რომლებმაც საჩივრის უკან გამოტანა მოსთხოვეს. თუმცა გოგონამ უარი თქვა, რის შემდეგ მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. 

როგორც გამომძიებლები ამბობდნენ, მკვლელებს შემთხვევის თვითმკვლელობად გასაღება სურდათ, თუმცა ნუსრათმა სიკვდილამდე რამდენიმე დამნაშავის დასახელება მოახერხა, რომლებიც სტუდენტები იყვნენ. 

გოგონას სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა. 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფი 10 აპრილს გარდაიცვალა. 


ფოტო: bbc

ფოტო: bbc

დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციამ მიმდინარე საქმეზე 15 ადამიანი დააკავა. აქედან ორი ნასრას სკოლელი. დირექტორი პატიმრობაში რჩება, ხოლო პოლიციელი რომელმაც გოგონას ვიდეო გადაუღო, სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.

კომენტარები