შსს

გახარია ავტოავარიებზე: ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი

გიორგი გახარია
შსს

"ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, საქართველო გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაშიც. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი" - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

მისივე შეფასებით, ვერც ერთი უწყება ამ პრობლემას ცალკე აღებული ვერ მოაგვარებს, რადგან აღნიშნული საკითხი მთლიანად საზოგადოების გამოწვევაა, - "ამ პრობლემის მოგვარებას ცალკე აღებული ვერ უშველის ვერც ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეული საზოგადოების წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე." - თქვა გახარიამ.

ცნობისთვის, ამოყირავებული მანქანების ინსტალაციის ავტორი, რომელიც თბილისსა და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქის ქუჩებში 10 აპრილს გამოჩნდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. უწყებამ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და სამოქმედო გეგმა წარადგინა. მინისტრმა გიორგი გახარიამ კამპანიაზე სახელწოდებით "მეტი სიცოცხლისთვის" პრეზენტაციის დროს ისაუბრა.

კომენტარები