მაჯის საათები

საგამოძიებო: თურქეთში 1 139 ცალი, არადეკლარირებული მაჯის საათის გადატანას ცდილობდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამხილეს პირი, ვინც თურქეთში 1 139 ცალი, არადეკლარირებული მაჯის საათის გადატანას ცდილობდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო - გამშვები პუნქტი სარფის გავლით, ცდილობდა საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად,  თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, სსკ-ის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდება 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები