მე ვაპირებ, რომ კიევში ჩავიდე, როგორც კი მოიგებს [საპრეზიდენტო არჩევნებს ვოლოდიმირ] ზელენსკი და მოიგებს ეჭვგარეშეა... მისი პროგრამა, აი, პირდაპირი დემოკრატია გადმოწერილია, აღებულია იმისგან, რასაც მე ბოლო რამდენიმე თვეა ვქადაგებ. ჩემი შემდგომი გეგმები ყველაზე მეტად უკავშირდება საქართველოს. ეს გამორიცხავს უკრაინაში თანამდებობის დაკავებას. საქართველოა ჩემი მთავარი დღის წესრიგი, ეჭვგარეშეა. საქართველოს სახელმწიფოებრიობას ახლა ანადგურებენ, ფაქტობრივად, შვილს გიკლავენ და მაგ დროს რა უნდა შემოგთავაზონ, რომ სახლში არ დაბრუნდე და არ სცადო შვილის გადარჩენა. ეს არის მშობლის ინსტინქტი
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ჩემი გეგმები საქართველოს უკავშირდება, ეს უკრაინაში თანამდებობას გამორიცხავს
tbl.ge/3ldd
დაკოპირდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში. ნიკა გვარამიამ სააკაშვილს ჰკითხა, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას უკრაინაში თანამდებობის დაკავება რომ შესთავაზოს, დათანხმდება, თუ არა
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას



