ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი დელეგაცია

ბოკერია დელეგაციიდან ბესელიას და კვაჭანტირაძის გაწვევაზე: პოლიტიკურად სამარცხვინოა

პოლიტიკურად სამარცხვინო გადაწყვეტილება არის პერსონალური ნიშნით და პოლიტიკური ნიშნით დარღვევა იმისი, რაც ყველამ ვიცით, რომ ევროსაბჭოში არის კონკრეტული სტანდარტი და სურვილი, რომ დასაჯო სწრაფად ადამიანი იმიტომ, რომ პოლიტიკურად გატკინა შენ, არის სამარცხვინო

ევროპული საქართველოს გიგა ბოკერიამ ეს კომენტარი იმასთან დაკავშირებით გააკეთა, რომ ევროსაბჭოს მუდმივ დელეგაციაში, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე აღარ იქნებიან და მათ არჩილ თალაკვაძე და სოფიო კილაძე ჩაანაცვლებენ.

კომენტარები