უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები

სუს: უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად ინტერესდებიან თავდაცვაში არსებული პროცესებით

თავდაცვის სამინისტრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ.

სუს-ი არ აკონკრეტებს რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით უწყება შესაბამის კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ატარებდა.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ 2018 წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო ორგანოებში საიდუმლოებისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა გასულ წელს 77 ორგანიზაციასა და დაწესებულებაზე გაიცა, ხოლო ოთხს უარი ეთქვა "გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით".

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, სუს-ის დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებას 2018 წელს სულ 3200-მდე ადამიანი ითხოვდა და აქედან 600-მდე ადამიანზე ეს ნებართვა გაიცა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 300-მდე პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის კუთხით.

სუს-ის 2018 წლის ანგარიშის კონტრდაზვერვის ნაწილის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები