ბავშვის უფლებების კოდექსი

კილაძე: ვამაყობ, რომ საქართველოში პირველად კანონმდებლობაში შემოგვაქვს სიტყვა "სამშობლო"

ვიწრო ჯგუფის მიერ საზოგადოებისთვის და ასევე ეკლესიის ნაწილისთვის ძალიან არასწორად მოხდა მიწოდება ამ კოდექსის ძირითადი იდეის. თითქოს ჩვენ ბავშვებს ვართმევდეთ ოჯახებს, თითქოს ჩვენ ჩვენს ხალხს სახლებში ვუვარდებოდეთ, ვაკანონებდეთ გარყვნილებას, ვაკანონებდეთ და შემოგვქონდეს რაღაცა სექსუალური აღზრდის გაკვეთილები და ვაზარებდეთ ჩვენს ბავშვებს საკუთარ სამშობლოს, ენასა და ტრადიციებს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის, ჩემო მეგობრებო. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით საქართველოში ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა "სამშობლო" და ის, რომ ჩვენ, ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ. ჩვენ პირველად შემოგვაქვს კანონმდებლობაში ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილი დასაშვები იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, მშობლის თანხმობით

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე წარადგენს მის მიერ მომზადებულ ბავშვთა უფლებების კოდექსს. განხილვას დეპუტატებთან ერთად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებიც ესწრებიან

კომენტარები