British Airways

British Airways-ის თვითმფრინავი გერმანიის ნაცვლად, შეცდომით, შოტლანდიის დედაქალაქში ჩაფრინდა

British Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც რეისს ლონდონიდან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა, შეცდომით ედინბურგში დაჯდა. ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ინფორმაციით, მგზავრებმა ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც თვითმფრინავი შოტლანდიის დედაქალაქში ჩაფრინდა. რეისი გერმანული კომპანიის ზედამხედველობით სრულდებოდა. ინციდენტი არასწორმა საფრენმა გეგმამ გამოიწვია, რომელიც ლონდონში პილოტებსა და დისპეჩერებს დაურიგეს. 

"ბოდიში მოვუხადეთ მგზავრებს, ჩვენი თანამშრომლები ყველა მათგანს პირადად დაუკავშირდებიან",- აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ბორტზე. თვითმფრინავმა ედინბურგში ორი საათი გაატარა, რის შემდეგაც დიუსელდორფში გაფრინდა. 

კომენტარები