წულუკიანი კერზაიას საქმეზე: მისი შვილი ჩემი თანამშრომელია, ამ ტკივილში ვარ მასთან ერთად

მე ცოტა მიკერძოებული ვარ ამ საკითხისადმი, იმიტომ, რომ ქალბატონი იას შვილი გახლავთ ჩემი თანამშრომელი, ბატონი ბაჩანა შენგელია, რომელიც არის ოტარიუსი. შესაბამისად, ნებისმიერი მისი სიტყვა, წუხილით აღსავსე ტრაგედია, ამას ვიზიარებ და ამ ტკივილში მე ვარ მასთან ერთად. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ამ საქმეზე, რადგან ამ მხრივ ვარ... ალბათ, ადამიანურად განცდას გამოვხატავ, არ ვიცი, მინისტრს განცდების გამოხატვის უფლება აქვს თუ არა, მაგრამ ეს ის საქმეა, როცა მე მართლა განვიცდი, ვიცი, რომ არ გაინტერესებთ ჩემი განცდა, მაგრამ... არ არის გამოძიება ჩემი უფლებამოსილების ნაწილი...

ქალბატონი იას და მისი ოჯახის ტრაგედიაზე ეს არის ჩემი პიროვნული დამოკიდებულება, მეტი არ ვიცი, რა ვთქვა

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე. ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ია კერზაიას შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

კომენტარები