შუალედური არჩევნები 2019

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება

ტაბულა

მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. გაიხსნება 31 საარჩევნო უბანი, სადაც საერთო ჯამში, 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში).

20 მარტიდან, პოლიტიკურ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია განცხადებით მიმართოს ცესკო-ს თავმჯდომარეს რეგისტრაციის გავლის მიზნით. მიმართვის ბოლო ვადა 23 მარტია.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები